13:49 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 15:31:30, 2365 ნახვა

ეკონომიკა საზოგადოება
სოფელ გამარჯვებაში სამაცივრე მეურნეობა მოეწყობა

„აწარმოე საქართველოში“ სამთავრობო პროგრამის ფარგლებში შპს „საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია“ სოფელ გამარჯვებაში სამაცივრე მეურნეობას მოაწყობს.

პროგრამა ფერმერებს მთელი წლის განმავლობაში სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის ტემპერატურის, ტენიანობის და ვარგისიანობის ვადების დაცვით საშუალებას მისცემს შეინახონ საკუთარი პროდუქცია.

სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში „საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიას“ სოფელ გამარჯვებაში მდებარე 5 025 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.

სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად კომპანია 140 700 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. მათი ინფორმაციით, ახალი საწარმო წლიურად 200 000 ტონა პროდუქციას მიიღებს და გაატარებს.

გარდაბანში ასეთი სახის მომსახურება ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე  ქართული პროდუქციის წარმოებისა და ხარისხის გაზრდას.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს ეკატერინბურგს, - ერთი დრონი ცენტრში მაღალსართულიან კორპუს მოხვდა
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics