|
2017-05-18 11:47:04, 1587 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციის ინოვაციური კომისიის სხდომა იმართება
თბილისში დღეს ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციის ინოვაციური კომისიის სხდომა გაიხსნა. წლევანდელი კომისიის სხდომის თემა „მდგრადი განვითარება და ინოვაციური ქალაქები’’ გახლავთ. ინოვაციურ კომისიას თბილისთან დაძმობილებული ქალაქი ნანტი ხელმძღვანელობს. სხდომა, რომელზეც ტექნოლოგიურ ინოვაციებში მოქალაქეთა მონაწილეობასა და მათი მიდგომების შეცვლაზე, ასევე მდგრად ურბანულ სამსახურებში ინოვაციების დანერგვაზე ისაუბრეს, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა. მისი განცხადებით, ღონისძიების უმთავრესი მიზანი, ინოვაციური მიმართულების სფეროში, სხვადასხვა ქალაქების გამოცდილების გაზიარებაა. „სხვადასხვა ქალაქების გამოცდილების გაზიარება ინოვაციური პროექტების განხორციელებაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია ის, რომ მომდევნო წელს თბილისში კონფერენცია უკვე ფრანკოფონ მერთა მონაწილეობით გაიმართება. დღეს ამ კონფერენციის მოსამზადებელ საკითხებზეც ვიმსჯელებთ. გარდა ამისა, სამომავლო თანამშრომლობის გეგმასაც დავსახავთ“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისში განხორცილებულ ინოვაციურ პროექტზე პრეზენტაცია თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურმა წარადგინა. სამსახურის წარმომადგენლებმა „ქალაქი-ბიბლიოთეკის“ ციფრული პროექტის შესახებ ისაუბრეს. სტუმრები თბილისის ტექნოლოგიური პარკის სიახლეებსაც გაეცნენ. საკუთარ ქალაქებში განხორციელებული ინოვაციური პროექტები ქალაქ ნანტის, პარიზის, ჟენევის, ლიეჟისა და აბიჯანის წარმომადგენლებმაც წარადგინეს. ცნობისთვის, თბილისი ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციაში 2001 წლიდან არის გაერთიანებული და ბოლო წლების განმავლობაში სისტემატიურად იღებს მონაწილეობას, როგორც ასოციაციის გენერალური ასამბლეების, ასევე ასოციაციის ინოვაციური კომისიის მუშაობაში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)