05:10 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 09:36:27, 1845 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: აშშ-სგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე, ძალიან მკაფიო გზავნილები მივიღეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ახალ ადმინისტრაციასთან უმაღლეს დონეზე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა და საქართველომ   ტერიტორილი მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის თაობაზე,  მკაფიო გზავნილები მიიღო:

„შედგა შეხვედრები ახალი ადმინისტრაციის  უმაღლეს დონეზე. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მოხდა  და ჩვენ მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტტეტის მხარდაჭერის თაობაზე,ასევე სტრატეგიული მიმართულებებით თანამშრომლობის  გაღრმავებაზე, რაც ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი.  ვფიქრობთ, ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი იყო. მინდა მადლობა  გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრს და ძალიან  დიდი სამუშაო გასწია ჩვენმა ელჩმა აშშ-ში საერთოდ ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, და მინდა, გადავუხადო მას დიდი მადლობა და საელჩოს მთლიანობაში იმიტომ, რომ ვიზიტი იყო ძალიან კარგად მომზადებული არა მხოლოდ ეს ვიზიტი, რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელიც მას წინ უძღოდა“,-განაცხზადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics