|
2017-05-17 20:27:03, 1677 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია ქუთაისში კლუბ „ავდესკო“-ს პრეზენტაციას დაესწრო
ქუთაისში ავთანდილ დეკანოიძის სახელობის 32-ე საჯარო სკოლაში კლუბ „ავდესკო“-ს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო. პრეზენტაციაზე კლუბის წევრებმა აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ავთანდილ დეკანოიძის განვლილი ცხოვრება გაიხსენეს და მისი ბიოგრაფიის ამსახველი ვიდეო მასალა წარმოადგინეს. ასევე, ღონისძიებაზე მოსწავლეებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის თემის ირგვლივ დისკუსია გაიმართა, სადაც ვახტანგ ყოლბაიამ მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და კლუბის წევრებს წიგნი „მომავლისათვის მარადისობაში“ გადასცა, რომელშიც აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ბიოგრაფიებია შესული. ღონისძიებას, ასევე, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი შალვა კირთაძე, პედაგოგები, მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)