14:31 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 16:16:24, 1480 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე: ოჯახში იერარქია, უფროს-უმცროსობა უნდა იყოს დაცული და მისი თავი უნდა იყოს ქმარი

დღეს არის ოჯახის დღესასწაული, ჩვენ აღვავლენთ ლოცვას, რათა მტკიცე იყოს ქართული ოჯახი, მრავალი შვილი აღზარდოს ქართულმა ოჯახმა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა. 

„უფალი ბრძანებს - ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და განგეღოთ თქვენ. ჩვენ დღეს შევთხოვთ უფალს, რომ მეოხებითა ყოვლაწმინდისა ღვთისმშობელისათა ღმერთმა დალოცოს ჩვენი ოჯახები. დღეს არის ოჯახის დღესასწაული, ჩვენ აღვავლენთ ლოცვას, რათა მტკიცე იყოს ქართული ოჯახი, მრავალი შვილი აღზარდოს ქართულმა ოჯახმა. ამასთან დაკავშირებით გამოიცა ჟურნალი, რომელსაც ეწოდება ბედნიერი ოჯახი. ოჯახში იერარქია, უფროს უმცროსობა უნდა იყოს დაცული, და მისი თავი ქმარი უნდა იყოს. ამას უფალი ბრძანებს. ეს იმას არ ნიშნავს რომ ის რაიმეთი უპირატესია, არამედ მას ევალება ოჯახის მზრუნველობა და დაცვა. ზრუნვა მხოლოდ მატერიალურ უზრუნველყოფას არ გულისხმობს. დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ოჯახის წევრებმა ერთად ილოცონ. ბედნიერი ოჯახი არის ისეთი ოჯახი, როცა სამაგიეროს არ ითხოვთ ერთმანეთისგან. ყოველთვის ეცადეთ გაუგით ერთმანეთს, არასდროს დაამციროთ ერთმანეთი შვილების და ახლობლების წინაშ",- აღნიშნა ილია მეორემ. 

ამასთან, შეკრებილ მრევლს აღნიშნული ჟურნალი საჩუქრად გადაეცა. 

ცნობისთვის, დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით, ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა დაიწყო. აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს მორწმუნეები განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, რადგან იგი წმინდა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა შემოაბრძანა საქართველოში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics