13:59 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 14:33:51, 2316 ნახვა

ეკონომიკა საზოგადოება
დღეიდან ავიაკომპანია “Zagros Airlines” საქართველოს მიმართულებით ყოველდღიურად იფრენს

ირანული ავიაკომპანია „Zagros Airlines“ საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ზრდის.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თეირანი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირის  ნაცვლად, 7 სიხშირით იფრენს. ყოველდღიურ მიმოსვლას  ირანული ავიაკომპანია 17 მაისიდან იწყებს. ავიარეისები A320 და MD 80-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ირანულ ავიაკომპანიას ახალი სიხშირეებით ოპერირების ნებართვა 15 მაისს მიანიჭა.

ავიაკომპანია “Zagros Airlines” საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics