07:34 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 16:32:25, 371 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი შვედეთისა და კატარის იუსტიციის მინისტრებსა და პორტუგალიის იუსტიციის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი გაერო-ს ეგიდით დოჰაში გამართული საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში შვედეთისა და კატარის იუსტიციის მინისტრებს და პორტუგალიის იუსტიციის სახელმწიფო მდივანს შეხვდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპელ კოლეგებთან მინისტრმა რიგის მოსალოდნელი სამიტის, ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ისაუბრა. თეა წულუკიანმა შვედეთის იუსტიციის მინისტრ მორგან იოჰანსონს და პორტუგალიის იუსტიციის სახელმწიფო მდივანს (რომელიც, ამავე დროს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეცაა), ანტონიო კოსტა მოურას, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა მინისტრს რიგის სამიტზე ქართული რეფორმების აღიარების შესახებ მხარდაჭერა აღუთქვეს.
თეა წულუკიანმა, ასევე, შეხვედრა გამართა თავის კატარელ კოლეგა ჰასან ბინ ლაჰდარ ალ ჰასან ალ-მოჰანადირინთან. ეს შეხვედრა მინისტრებისთვის ბოლო წლის განმავლობაში უკვე მეორეა. კატარი ქართული რეფორმებით და სახელმწიფოს სერვისების გაცემის მოდელითაა დაინტერესებული. აღსანიშნავია, რომ კატარის იუსტიციის სამინისტროს ერთი დელეგაცია მინისტრების პირველი შეხვედრის შემდეგ უკვე იმყოფებოდა საქართველოში, მეორე დელეგაციის ვიზიტი უახლოეს მომავალში გაიმართება, რასაც კატარის იუსტიციის მინისტრის ვიზიტიც მოჰყვება.
თეა წულუკიანი დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობდა, სადაც კონფერენციის წინაშე გუშინ სიტყვით წარდგა. ღონისძიება დოჰაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით გაიმართა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, კონგრესში მსოფლიოს 70 ქვეყნის იუსტიციის მინისტრები და მინისტრის მოადგილეები, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრები და პროკურორები მონაწილეობდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics