|
2017-05-17 13:14:30, 2264 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება კომენტარი
ჰერმანი დარწმუნებულია, რომ ჰერბერტ ზალბერი ევროკავშირის პოზიციას იზიარებს და განმარტებას თავად გააკეთებს
საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს და მის შედეგს არ აღიარებს. როგორც ჰერმანმა დღეს საგარეო საქმეტა სამინისტროში, მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ევროკავშირის მკაფიო პოზიციაა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. იანოშ ჰერმანი დარწმუნებულია, რომ ამავე პოზიციას ჰერბერტ ზალბერიც იზიარებს, როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი. თუმცა ჰერმანის თქმით, მას ზალბერის ნაცვლად საუბარი უჭირს. მანვე აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე თავად გააკეთებს განმარტებას. ცნობისთვის, მომხდარი ფაქტის გამო, საგარეო უწყებამ საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი დაიბარა. შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)