|
2017-05-17 13:15:10, 1897 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში სახალხო ზეიმი ,,ფრიდონობა" აღინიშნება
17 მაისი ცნობილი ქართველი პოეტის და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით აჭარაში უკვე რამდენიმე წელია, სახალხო ზეიმი ,,ფრიდონობა" აღინიშნება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად პოეტის საფლავი ყვავილებით შეამკო. საკათედრო ტაძრისეზოში ფრიდონ ხალვაშის საფლავზე ოჯახის წევრები და მეგობრები, საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მწერალთა კავშირის წევრებიშეიკრიბნენ. მათ გაიხსენეს პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ცნობილი, ხალხისთვის საყვარელი ლექსები. ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის სასულიერო პირებმა პოეტის სულის მოსახენიებელი პანაშვიდი აღავლინეს. ცერემონიალის შემდეგ ღონისძიება სოფელგეგელიძეებში, პოეტის სახლ-მუზეუმში გაგრძელდება. პარალელურად გაიმართება სიმბოლური ღონისძიებები, რომლის ორგანიზატორები პოეტის სახლ-მუზეუმი და ქედის კულტურის ცენტრია. „ფრიდონობა" ცნობილი ქართველი პოეტის, მწერლის, დრამატურგისა და პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის- ფრიდონ ხალვაშის სახელის ხსოვნას ეძღვნება დაყოველწლიურად აღინიშნება. ღონისძიება ქედის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვისსამსახურის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში იმართება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)