07:34 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 16:09:34, 343 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი დანიის, შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დანიის, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს ევროპული გზა, თანამშრომლობა ნატო-სა და ევროკავშირთან და რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პერსპექტივები იყო.

მარტინ ლიდეგორდმა, მარგოთ ვოლსტრომმა და გჟეგოჟ სხეტინამ ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელოვან წევრ სახელმწიფოს, ვიზის ლიბერალიზაციის საკითხის წარმატებით გადაწყვეტაში.

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს ევროპული მისწრაფებების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია, რადგან ის საერთო ეროვნულ არჩევანს წარმოადგენს.

მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველო-პოლონეთს შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობას, რომელიც თანამშრომლობის სრულიად ახალ ფორმატს - თბილისის დეკლარაციას აფუძნებს და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში პოლონეთის როლის ამაღლებას გულისხმობს.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო რეჟიმებთან მოკავშირეობის შესახებ ე.წ შეთანხმებების გაფორმებას და საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმ ქვეყნებთან, რომელთა საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისს სტუმრობენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics