14:30 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 12:24:49, 1818 ნახვა

საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ფილარმონიასთან აწყურის ღვთისმშობლის ხატი მიაბრძანეს

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან, სადაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება მიმდინარეობს, სასულიერო პირებმა აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ხატი მიაბრძანეს.

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან მეფე თამარის სახელობის სკოლის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები გამოდიან.

მსგავსი ღონისძიებები კიდევ 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს -  ვარდების მოედანზე, ოპერისა და პარლამენტის შენობებთან, ასევე პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე.

13:00 საათზე „ვარდების„ მოედნიდან (სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორია) მსვლელობა დაიწყება სამების საკათედრო ტაძრისკენ.

„სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი ილია II გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ოჯახებს, მრევლს და სრულიად საქართველოს“, - აცხადებენ ახალგაზრდულ მოძრაობა „დავითიანნში“.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics