14:31 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 11:41:57, 1581 ნახვა

საზოგადოება
სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეუშვეს (ვიდეო)

სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი სამართალდამცველებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

აღნიშნულის მიზეზი ის გახდა, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლგბტ თემის წარმომადგენლები აქციას მართავდნენ და უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული იყო.

შეზღუდვამ სასულიერო პირებისა და მრევლის უკმაყოფილება გამოიწვია.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული აქცია მშვიდობიანად დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. ისინი სამართალდამცველებმა მათთვის განკუთვნილ ტრანსპორტამდე მიაცილეს.

აქცია „იდენტობის“, „ქალთა ინიციატივისა“ და ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ორგანიზებით ჩატარდა და მისი ლოზუნგი იყო - „ნუ დადგები ძალადობის მხარეს“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics