14:30 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 11:11:34, 1489 ნახვა

საზოგადოება
ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გამართული აქცია მშვიდობიანად დასრულდა (ვიდეო)

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული აქცია მშვიდობიანად დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. ისინი სამართალდამცველებმა მათთვის განკუთვნილ ტრანსპორტამდე მიაცილეს.

აქცია „იდენტობის“, „ქალთა ინიციატივისა“ და ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ორგანიზებით ჩატარდა და მისი ლოზუნგი იყო - „ნუ დადგები ძალადობის მხარეს“.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აქციის მონაწილე ლევან ბერიანიძემ განუცხადა, მათი მიზანია, პროტესტი არსებული ძალადობისა და ჩაგვრისადმი, რასაც ყოველდღიურად განიცდიან ლგბტ ადამიანები.

ბერიანიძე საზოგადოებას მოუწოდებს, მიიღონ ისეთად, როგორიც არიან და შეწყვიტონ ძალადობა.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის თქმით, მათ პირველად შეძლეს ამგვარად შეკრება: „არ მოგვკლათ, არ გამოგვყაროთ სახლებიდან, შექმნას სახელმწიფომ ეფექტიანი მექანიზმი ჩვენი დაცვისათვის, ამას ვითხოვთ ჩვენ“, - აღნიშნა აქციის მონაწილემ სიტყვით გამოსვლისას.

აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული იყო. სამართალდამცველებმა კანცელარიასთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტეს. ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს შეეძლოთ.

ცნობისთვის, 17 მაისს ჰომოფიობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. აღნიშნული თარიღი სიმბოლურია, რადგან 1990 წლის 17 მაისს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics