13:36 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 14:06:15, 1874 ნახვა

საზოგადოება
ბათუმი ცენტრალში ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა

ბათუმი ცენტრალში ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, სულხან ღლონტთან ერთად გახსნა.

დღეიდან, ბათუმში მატარებლით ჩამოსულ ტურისტებს საინფორმაციო ცენტრი მოემსახურება. ცენტრის თანამშრომლები რეგიონის სტუმრებს არსებული ტურისტული ადგილებისა და ღირშესანიშნაობების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან და კონკრეტული ტურების დაგეგმვაში დაეხმარებიან. 

,,ტურიზმის განვითარება ჩვენი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვემზადებით ტურისტული სეზონისთვის. დღეს ბათუმის რკინიგზის სადგურში მე-9 სერვის ცენტრი გაიხსნა. ეს კი მეტ ინფორმირებულ და კმაყოფილ ტურისტს ნიშნავს. სწორედ ბათუმის რკინიგზის სადგურიდან არის შესაძლებელი დაიგეგმოს ტურები მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით ტურისტულად მიმზიდველ ისტორიულ ადგილებში. აჭარაში აქტიურად ვითარდება სოფლად ტურზმი, აგრარული ტურიზმი. ასევე აღსანიშნავია ქალაქი ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ჩვენი ულამაზესი სანაპირო, დელფინარიუმი. ვფიქრობ, ბათუმი  მზად არის ტურისტული სეზონისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ტურიზმის დეპარტამენტს. სწორედ მათი ჩართულობით მივაღწევთ ძალიან ბევრ წარმატებას",-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.  

აჭარის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა ზრდა ყოველწლიურად ფიქსირდება. 2017 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, აღნიშნული ცენტრები 8 752 ვიზიტორს მოემსახურა, რაც 13,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. 

2016 წელს საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების მომსახურებით 86 684-მა ვიზიტორმა ისარგებლა, რაც 94%-ით აღემატება 2015 წელს. 

ბათუმი ცენტრალში ახალი, მე-9 საინფრომაციო ცენტრის გახსნა ხელს შეუწყობს რეგიონით დაინტერესებული ვიზიტორების რაოდენობისა და ტურისტთა მომსახურების ხარისხის გაზრდას.

(NS)

 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics