05:10 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 13:52:01, 2002 ნახვა

პოლიტიკა
სლოვაკეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს მშობლიურ ქალაქში უმასპინძლა

სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ საქართველოს პრეზიდენტსა და პირველ ლედის მშობლიურ ქალაქ ლევოჩაში უმასპინძლა.  

ლევოჩაში პრეზიდენტებსა და დელეგაციას ადგილობრივმა მოსახლეობამ გულთბილი დახვედრა მოუწყო. 

ანდრეი კისკას და გიორგი მარგველაშვილს ლევოჩას მერმა მილან მაიერსკიმ მერიის ისტორიული შენობა დაათვალიერებინა და ცნობილი მხატვრის ნამუშევრები უსახსოვრა. 

გიორგი მარგველაშვილმა ლევოჩას მუნიციპალიტეტის ისტორიულ შენობაში საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა, რის შემდეგაც საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა წმინდა იაკობის სახელობის ეკლესიაში ლევოჩელი ოსტატის პაულის მიერ შესრულებული გოთიკური საკურთხეველი დაათვალიერეს.

"პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას მეგობარს, პრეზიდენტ კისკას ჩემი მასპინძლობისათვის ლევოჩაში. ოფიციალური ვიზიტების ფარგლებში ყოველთვის გვეძლევა ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების საშუალება და მე მოხიბლული ვარ როგორც ამ ქალაქით, ასევე იმ კათედრალით, რომელსაც ვეწვიეთ. მონასტერში სტუმრობისას განსკუთრებული ემოციები გამოიწვია ორღანზე შესრულებულმა მუსიკამ. მოხიბლულები ვართ აქაური სტუმართმოყვარეობით, თუ როგორ გვიმასპინძლა ქალაქის მერიამ და მოქალაქეებმა. მე ძალიან მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობისათვის'', - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics