06:14 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 13:17:36, 2148 ნახვა

მსოფლიო
ჰილარი კლინტონი ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას ქმნის - „წინ ერთად!“

ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის წევრი და ქვეყნის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას ქმნის, - ამის შესახებ ჰილარი კლინტონმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

როგორც კლინტონი წერს, ორგანიზაციის ძირითადი მიზანი მისი წინასაარჩევნო კამპინიის დროს არსებული ინიციატივების მხარდაჭერაა.

"ვიწყებთ ახალ მოძრაობას, რათა ხალხი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას იღებდეს და თავიანთი ქმედებების კოორდინირებას ახდენდეს. ვიცი რისთვისაც ვიბრძვი: კეთილი და დიდი გულის მქონე ამერიკისთვის ", - წერს კლინტონი Twitter-ის გვერდზე. 

ჰილარი კლინტონმა ორგანიზაციის სახელიც დაანონსა: წინ ერთად! (Onward Together).

მისივე თქმით, დემოკრატიისთვის მოქალაქეთა ჩართულობა აუცილებელია. მისი ორგანიზაცია კი მხარს დაუჭერს არაკომერციულ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომლებიც რასობრივი თანასწორობისა და სისხლის სამართლის რეფორმირებისთვის იბრძვიან. ასევე, ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ქალებს პოლიტიკურ ასპარეზზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას ასწავლის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics