13:59 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 11:52:13, 2095 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს დელეგაციამ პეკინში „ჰუავეის“ სადემონსტრაციო ტექნოლოგიური ცენტრი მოინახულა

საქართველოს დელეგაციამ პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, პეკინში ახალი ტექნოლოგიების კორპორაცია  „ჰუავეის" სადემონსტრაციო ტექნოლოგიური ცენტრი მოინახულა.

საქართველოს დელეგაციას, ასევე, წარმოადგენდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს  დელეგაციას ცენტრში მეგზურობა „ჰუავეის" პრეზიდენტმა ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ჯეიმს ჩენმა გაუწია.

ცენტრში საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს ყველა ის სიახლე, რომელიც ჩინური კორპორაციის მხრიდან ინერგება ჩინეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

„ჰუავეი" ფოკუსირებულია როგორც ფიქსირებულ, ასევე უკაბელო ტელეკომუნიკაციებზე და წარმოადგენს სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებელ მსოფლიოში უდიდეს კომპანიას. „ჰუავეის" საქმიანობაა სატელეკომუნიკაციო ქსელების გამართვა, ოპერაციული და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, ტერმინალური მოწყობილობების წარმოება და სხვ.

ცენტრის დათვალიერების შემდეგ, „ჰუავეის" პრეზიდენტი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოში კორპორაციის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

„ჰუავეი" საქართველოში 2001 წლიდან საქმიანობს. მან მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა სხვადასხვა ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო სექტორში, აგრეთვე, სახელმწიფო უწყებებში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics