12:27 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 18:23:56, 1729 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ფოსტა სერვის ცენტრების რებრენდინგს იწყებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტამ“  ახალი კონსტრუქციის პირველი ცალკე მდგომი სერვის ცენტრი თიანეთის მუნიციპალიტეტში გახსნა.

ღონისძიებას  საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე და თიანეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დაესწრნენ.

თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალი სერვის ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას თბილისში არსებული საფოსტო მომსახურების ანალოგიურ სერვისებს სთავაზობს.

რებრენდინგის შემდეგ, თიანეთის რაიონი რიგით 25-ე სერვის ცენტრია თანამედროვე ექსტერიერითა და ახალი კონსტრუქციით.

საქართველოს ფოსტამ თიანეთის სერვის ცენტრის პარალელურად მსგავსი სტანდარტებისა და კონსტრუქციის 4 ახალ სერვის ცენტრი: დედოფლისწყაროში, ახმეტაში, ლაგოდეხსა და სიღნაღში გაიხსნა.

თიანეთის სერვის ცენტრის პრეზენტაციაზე  კახეთის ოთხივე ფოსტის სერვის ცენტრებიდან ვიდეო ჩართვები განხორციელდა, სადაც თიანეთში ჩასულ სტუმრებს ვიდეო ტრანსლაციის მეშვეობით საშუალება მიეცათ პარალელურ რეჟიმში დაკვირვებოდნენ კახეთის სერვის ცენტრების გახსნას.

როგორც საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ განაცხადა,  ფოსტის ახალი სერვის ცენტრი ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი ბიზნენის,  ისე მთიანი რეგიონის ინფრასტრუქტურულ განვითარებას.

,,ეს პროექტი თიანეთის რეგიონიდან დავიწყეთ, რომლის მოსახლეობაც გამოირჩევა საფოსტო პროდუქტების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით და მოთხოვნით. ეს გადაწყვეტილება  რამდენიმე წლის წინ მივიღეთ, რომლის აღსრულებაც დღეს დაიწყო და გაგრძელდება  საქართველოს მთელი მასშტაბით. ვფიქრობ, რომ ეს  ხელს შეუწობს რაიონში ბიზნესის განვითარებას  და უზრუნველყოფს ადგილობრივი მსოახლეობის ინფორმირებას“, - განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.

„საქართველოს ფოსტა“ თანამედროვე კონსტრუქციის ფოსტის ახალი შენობების მშენებლობას ქალაქ ბორჯომში და გურჯაანში მიმდინარე წელს დაასრულებს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics