00:52 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 17:22:27, 2282 ნახვა

სამართალი საზოგადოება
„შსს-ში 40 ათასი ადამიანი მუშაობს, შეიძლება, ვინმე პირადი ურთიერთობების გამო იმყოფებოდა ფარცხალაძესთან“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში 40 ათასი ადამიანი მუშაობს და "შეიძლება, ვინმე პირადი ურთიერთობების გამო იმყოფებოდა ფარცხალაძესთან სახლში". 

შესაბამისი კომენტარი ხუციშვილმა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმადაც გვიან ღამით, ყოფილ პროკურორთან ოთათ ფარცხალაძესთან სახლში შსს-ს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული არ არის. ეს გამომძიებლების კომპეტენციაა და მათ უნდა ჰკითხოთ. თქვენ იმ ადამიანების კომენტარები ნახეთ, რომლებიც უშუალოდ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ. მე მეტი რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ჩემი მხრიდან არაკომპეტენტური იქნება რაიმე დამატებით ვისაუბრო. როგორც მინისტრის მოადგილე, ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რასაც გამომძიებლები გვეუბნებიან, იმას მოუსმინეთ“,- აღნიშნა შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას 12 მაისს თავს დაესხნენ. ლაშა თორდიას განცხადებით მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა. მისივე თქმით, თავდასხმა პირადი ანგარიშსწორების მიზნით განხორციელდა და მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ლაშა თორდიას საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics