04:35 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 13:35:33, 2072 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მამუკა მდინარაძის განცხადებით, წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ გარკვეული პირები განხილვის ჩაშლას აპირებდნენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მათ წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფები კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის ჩაშლას აპირებდნენ.

მისი თქმით, მათ შეგნებულად არ დაასახელეს იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პროვოკაციას გეგმავდნენ.

„ეს იყო პროვოკაცია და ეს იყო კარგად ორგანიზებული, მიმართული ჩაშლისაკენ, პროგრესული პროცესის დისკრედიტაციისაკენ. ჩვენ ამის შესახებ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია. შეგნებულად თავი ავარიდეთ ორგანიზაციების და იმ პირების დასახლებას, რომლებიც ამას გეგმავდნენ. ძალიან ცუდია, როდესაც მათ ჰგონიათ, რომ ვინმე გულწრფელად, რომ დღევანდელი დღის ჩაშლით კარგ საქმეს აკეთებენ. ეს რბილად რომ ვთქვათ შეცდომაა“, - აღნიშნა მდინარაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics