11:30 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-13 18:05:26, 1677 ნახვა

საზოგადოება
პროფკავშირების გაერთიანება ტყიბულში სამგლოვიარო მარშის მოსაწყობად ემზადება

14 მაისს ტყიბულის ცენტრალურ ქუჩაზე, 12:00 საათზე პროფესიული კავშირების გაერთიანების, სტუდენტური და არასამთავრობო ორგანიზაციების მასშტაბური მსვლელობა გაიმართება, რომელიც ქალაქის ყველა მთავარ ქუჩას მოივლის.

ტყიბულის მინდელის მაღაროში, სამუშაოს შესრულებისას გარდაცვლილ ალეკო ჭელიშვილს, ვიქტორ დაღუნდარიძეს, გიზო გუბელიძეს და გიზო კუბლაშვილს ტყიბულის სასაფლაოზე ხვალ დაკრძალავენ.

პროფკავშირები და სამგლოვიარო მარშის სხვა ორგანიზატორები მოუწოდებენ ქვეყნის ყველა  ქალაქისა და დასახლების მაცხოვრებლებს 14:00 საათზე,  სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა დაკრძალვის დროს, მანქანის გაბმული საყვირი მისცენ და საკუთარი პროტესტი და მწუხარება ამ ფორმით გამოხატონ.

„მომხდარი ასობით ტრაგედიის, მათ შორის რამდენიმე დღის წინ ტყიბულში ოთხი მაღაროელის გარდაცვალება შრომის უფლებების იგნორირების შედეგია. ბრალი სახელმწიფოს მიუძღვის და ამმიმართულებით რადიკალური რეფორმების გატარებაა საჭირო", – განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, დღეს კი სამიტზე სიტყვით გამოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics