03:19 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-13 13:44:21, 2403 ნახვა

მსოფლიო
Fox News: FBI-ის დირექტორის პოსტი შესაძლოა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ კორნინმა დაიკავოს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საგამოძიებო ფედერალური ბიუროს დირექტორის თანამდებობისთვის შესარჩევი გასაუბრება გაიმართება, - ამის შესახებ FOX NEWS იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, FBI-ის დირექტორის პოსტზე სულ 11 კანდიდატია წარდგენილი, გასაუბრებას კი გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი და მისი მოადგილი როდ როზენშტეინი წარუძღვებიან. აღსანიშნავია, რომ 4 კანდიდატთან ასაუბრება უკვე ჩატარდა.

კანდიდატებს შორის არის ბიუროს ყოფილი დირექტორის ჯეიმს კომის მოადგილე და ამ დროისთვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ენდრიუ მაკკეიბი, რომელიც კომის მხარდამჭერად მოიაზრება.

FOX NEWS-ი თეთრ სახლში არსებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბიუროს დირექტორის პოსტს რესპუბლიკელი სენატორი ჯონ კორნინი დაიკავებს. კორნინი პროფესიით იურისტია და 1999-2002 წლებში ტეხასის შტატის მთავარი პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა FBI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან 10 მაისს გაათავისუფლა. როგორც ტრამპმა შემდეგში განმარტა, კომი ბიუროს არაეფექტურად ხელმძღვანელობდა და თვითრეკლამით იყო დაკავებული. 

ცნობისთვის, ჯეიმს კომი წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში, რუსეთის შესაძლო ჩარევისა და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრების კრემლის წარმომადგენლებთან შესაძლო ფარული შეთანხმების შესახებ გამოძიებას ხელმძღვანელობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics