11:30 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 15:29:06, 1460 ნახვა

საზოგადოება
Chekin In Georgia-იას ფარგლებში საქართველოში SOU Festival 2017 ჩატარდება

15 მაისიდან  5 ივლისის  ჩათვლით  Check In Georgia  ფარგლებში თბილისში თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი  გაიმართება.  ფესტივალის დეტალები  SOU Festival 2017 ორგანიზატორებმა დღეს მედიის წარმომადგენლებს    Rooms Hotel Tbilisi გააცნეს.

პრესკონფერენციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს მხრიდან ესწრებოდა სამინისტროს წარმომადგენელი მაია გიორგაძე.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე მაია გიორგაძემ  აღნიშნა -„პროექტი “Check in Georgia” უკვე მეორე წელია ხორციელდება. წელს ამ პროექტის ქოლგის ქვეშ შედის SOU ფესტივალი, რომელიც არის თავისი მასშტაბურობით პირველი ამიერკავკასიაში. დარწმუნებული ვარ,  რომ პროექტი  ძალიან წარმატებული იქნება და  დიდ დაინტერესებას გამოიწვევს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მსმენელს შორის.  შესაბამისად, ეს გამოიწვევს ტურისტული ნაკადის ზრდას ჩვენს ქვეყანაში“. 
ფესტივალის მხარდამჭერები არიან:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია / Georgian National Tourism Administration, თბილისის მერია / Tbilisi City Hall, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში /Deutsche Botschaft Tiflis, გოეთეს ინსტიტუტი / Goethe Institut, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო / Embassy of Kingdom of Netherlands, აშშ-ის საელჩო საქართველო / U.S. Embassy in Georgia, Turkish Airlines, Expo Georgia;

წლევანდელი პროგრამა ჟანრების ფართო სპექტრს მოიცავს და მსმენელს მუსიკალური ექსპრესიის მრავალ ახალ მეთოდს წარუდგენს. ფესტივალი მოიცავს თბილისსა და რუსთავში თეატრალურ და სამუსიკო, ასევე საგამოფენო სივრცეებს. წლევანდელი სეზონის სახელია – „სხვა ზღვა“. 

ფესტივალი 15 მაისს გახსნება. თბილისის ცირკის არენაზე ქართველი არტისტი Tete Noise, სიმებიან კვარტეტთან ერთად „The Stringers” დაუკრავს. 5 ივლისს SOU 2017 ის დახურვის დღეს კი, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი სცენაზე ჰაცუნე მიკუს და კიიჩირო შიბუიას ვოკალოიდური ოპერა „დასასრული“ იქნება წარმოდგენილი.

Check In Georgia საქართველოში წელს მეორედ ტარდება. პროექტი ხელს უწყობს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაზე, ტურისტული ნაკადების ზრდაზე, ეკონომიკურ წინსვლასა და ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების ზრდაზე იქნება ორიენტირებული. ამასთან, პროექტი წამახალისებელი ფაქტორი იქნება საქართველოში საქმიანი და კულტურული ტურიზმის ზრდისა და განვითარებასთვის. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, დღეს კი სამიტზე სიტყვით გამოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics