11:30 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 14:26:09, 1546 ნახვა

საზოგადოება
ლევან იზორია სიონის ტაძარში ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღვთისმსახურებას დაესწრო

წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II გადაიხადა. უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა, წმინდა მოციქულის ხსენების დღე მიულოცა და მის ღვაწლზე ისაუბრა.

ღვთისმსახურებას მინისტრი ლევან იზორია დაესწრო და  სამხედრო მოსამსახურეებსა და სრულიად საქართველოს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე მიულოცა.

„ვულოცავ სრულიად საქართველოს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს. მისი ქადაგების ძალა და მადლი გვანმტკიცებს ჩვენ ქრისტიანულ მრწამსში და, ღვთის წყალობით, მომავალ თაობებსაც განამტკიცებს რწმენაში“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

სიონის საკათედრო ტაძარში განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრები, მღვდელმსახურები და მრევლი იმყოფებოდნენ.

წმიდა ანდრიას უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომაც პირველწოდებული ეწოდა. მაცხოვრის პირველი მოციქული, პეტრე მოციქულის ძმა, საქართველოში უფლის მცნებების საქადაგებლად უშუალოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დავალებით გამოემართა. უფლის მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პეტრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა.

ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს - 12 მაისი წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღეა, ხოლო 13 დეკემბერი - გარდაცვალების.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, დღეს კი სამიტზე სიტყვით გამოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics