10:33 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 11:04:20, 1390 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის  საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია.

კერძოდ, კითხვაზე - მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, ქვეყანა გახდეს ნატო-ს წევრი, გამოკითხულთა 68%-მა დააფიქსირა, რომ მისაღებია, ხოლო 21%-მა აღნიშნა, რომ არაა მისაღები.

რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 80%-მა დააფიქსირა, რომ მისაღებია, ხოლო 12%-მა აღნიშნა, რომ არაა მისაღები.

ამასთან, შეკითხვაზე-როგორ ფიქრობთ, როდის გახდება საქართველო ნატო-ს წევრი-12%-მა განაცხადა, რომ მომავალ 5 წელიწადში,  15%-ის აზრით, 5-10 წლის შემდეგ, 20%-ის შეფასებით-10 წლის შემდეგ, 16%-ის თქმით-არასდროს, ხოლო 38%-მა აღნიშნა, რომ არ იცის.

ასევე, კითხვაზე-თუ საქართველო შეიტანს განაცხადს ევროკავშირის   წევრობაზე, როგორ ფიქრობთ, როდის გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი-გამოკითხულთა 20%-მა განაცხადა, რომ მომავალ 5 წელიწადში, 21%-მა აღნიშნა, რომ 5-10 წლის შემდეგ, 18%-ის აზრით, 10 წლის შემდეგ, 10%-ის თქმით-არასდროს, ხოლო 32% აცხადებს, რომ არ იცის.

გარდა ამისა, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ის ადამიანები, რომლებიც  ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია,ამბობენ იმასაც, რომ ევროკავშირში გაწევრიანება  საქართველოს ეკონომიკას გააუმჯობესებს, ასევე მოუტანს მეტ უსაფრთხოებას და გააძლიერებს დემოკრატიის განვითარებას. ვისთვისაც მიუღებელია ევროკავშირში გაწევრიანება, ისინი  (43%) აცხადებენ, რომ  გაწევრიანება წარმოშობს კონფლიქტს რუსეთთან.ასევე 24% აღნიშნავს, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას.

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 2 493 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics