03:59 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 20:15:51, 2005 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 12 მაისს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკას ეწვევა. 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ესტონელ კოლეგა იური რატასთან. შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. 

ესტონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეიკი ნესტორს შეხვდება. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ესტონეთის პრემიერი ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს. 

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი იმყოფებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics