10:32 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 19:29:36, 1717 ნახვა

საზოგადოება
„რატომ ჩადიან სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები საქართველოში სამკურნალოდ“ – sputnik-ossetia

„რატომ ჩადიან სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები საქართველოში სამკურნალოდ" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "სპუტნიკ-ოსეტია".

როგორც სტატიის ავტორი წერს, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და საქართველოს ე.წ. საზღვარი დაკეტილია, რეგიონიდან ყოველწლიურად "მეზობელ ქვეყანაში" მკურნალობის მიზნით 250 ადამიანი ჩადის.

"შუამავლის როლს ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში წითელი ჯვარი ასრულებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში სამკურნალოდ, სამხრეთ ოსეთის ათასზე მეტი მოქალაქე გაემგზავრა. ერთ-ერთი კი არინა კოჩიევა იყო, რომელიც რეგიონის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოხვდა. არინა კოჩიევას თქმით, მას თავის ქალის და ხერხემლის მძიმე ტრავმები გააჩნდა. ადგილობრივ საავადმყოფოში მას უმკურნალეს, თუმცა სრული დიაგნოსტიკა სჭირდებოდა, ამიტომ მას საქართველოში გამგზავრება უწევდა. დამზადდა შესაბამისი საბუთები და წითელი ძვრის შუამავლობით ის საქართველოში ერთ-ერთი საავადმყოფოს პაციენტი გახდა", - ნათქვამია სტატიაში.

ავტორის თქმით, ოფიციალურად ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის არსებული ე.წ. საზღვარი გადაკეტილია და მისი გადაკვეთის უფლება დე-ფაქტო საზღვართან არსებული რამდენიმე დასახლებული პუნქტის მკვიდრებს აქვთ.  სწორედ ამიტომ, წითელი ჯვარი შუამავლის ფუნქციას ასრულებს. სტატიის ავტორის ინფორმაციით, არსებობს ე.წ. დადგენილება, რომელიც დე-ფაქტო მთავრობამ 2013 წელს დაამტკიცა, რის საფუძველზეც მოქალაქეების გადაყვანა სამკურნალოდ, ექსტრემალურ პირობებში, წითელი ჯვრის შუამავლობით უნდა მოხდეს.

"8 წლის წინ ადგილობრივ საავადმყოფოში არასწორი დიაგნოზი დამისვეს. იმის მაგივრად, რომ გულზე მემკურნალა, თიაქარზე მკურნალობდნენ. გარკვეული დროის შემდეგ, მივხვდი, რომ პრობლემა გულზე მქონდა. ოჯახში გადაწყდა, რომ სამკურნალოდ საქართველოში უნდა წავსულიყავი. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ექიმებმა მითხრეს, რომ გულ-სისხლძარღვთა პრობლემა მაქვს და 2-3 დღით გვიან, რომ ჩამოვსულიყავი, ყველაფერი ცუდი შედეგით დასრულდებოდა. საავადმყოფოს პერსონალი ძალიან ყურადღებიანი იყო გამიკეთდა ოპერაცია და გამოვკეთდი", - აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის მკვიდრი ვალერი კელეხსაევი "სპუტნიკ-ოსეტიასთან" საუბარში.

ამასთან, როგორც სტატიის ავტორი წერს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობა საქართველოში მოსახლეობის გამგზავრებას არ მიესალმება და მაქსიმალურად ცდილობს, შექმნას ყველა პირობა, იმისათვის, რომ მოსახლეობა სამკურნალოდ რუსეთის კლინიკებში ჩადიოდეს. თუმცა, ავტორის თქმით, ხშირად, როდესაც საუბარი მიდის ჯანმრთელობასა და ხშირ შემთხვევაში სიცოცხლეზე, მოქალაქეები სამკურნალოდ საქართველოს ირჩევენ.

სტატიაში ასევე, დე-ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის აგუნდა პლიევას კომენტარიცაა მოყვანილი.

მისი თქმით, რეგიონში სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა ყოველთვის არ ხერხდება, რადგან არ არის შესაბამისი ტექნიკა, ამიტომ გეგმიურ პაციენტებს რუსეთში გზავნიან.

"თუმცა, როდესაც საქმე ექსტრემალურ სიტუაციებს ეხება, სადაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია წაყენებული და პაციენტს დროული მკურნალობა ესაჭიროება, ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ ადამიანი სამკურნალოდ საქართველოში გავგზავნოთ, სადაც არის საჭირო სამედიცინო ტექნიკა და შესაძლებლობა შესაბამისი დახმარება გაუწიონ", - განმარტა პლიევამ.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ წითელ ჯვარს პაციენტები საქართველოში სპეციალური საბუთების არსებობის შემთხვევაში გადაჰყავს. კერძოდ კი, დე-ფაქტო საგარეო უწყებისა და ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი გამოთხოვა უნდა არსებობდეს.

"წითელი ჯვარი ნეიტრალური შუამავლის როლს ასრულებდა, გადაჰყავს პაციენტები ჯანდაცვის სამინისტრომდე, თუმცა მკურნალობაზე პასუხისმგებელი არ არის. წითელი ჯვრის მანქანას პაციენტი საზღვართან მიჰყავს, შემდეგ პაციენტს იყვანს წითელი ჯვრის ავტომანქანა საქართველოდან და საავადმყოფოში მიჰყავს", განაცხადა წითელი ჯვრის პრესსამსახურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics