03:49 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 14:39:44, 2065 ნახვა

სამართალი საზოგადოება
ხუციშვილი: საზღვარგარეთ ე.წ. ფარული პოლიციელები იმუშავებენ, მათი მიზანი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა იქნება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, საზღვარგარეთ ე.წ. ფარული პოლიციელები იმუშავებენ, რომელთა მიზანი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა იქნება. 

ხუვიშვილის განცხადებით, შს უწყება მთავრობას ე.წ. ფარული პოლიციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტს თვის ბოლომდე წარუდგენს. 

 „საუბარია იმაზე, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში დამატებითი საპოლიციო რესურსების გამოყენება შეგვეძლოს და ეს ის პოლიციელები არიან, რომლებიც ატაშეებისგან განსხვავებით, ღიად არ იმუშავებენ და უცხოეთში ფარულად იქნებიან. მათი მიზანი ორგანიზებულ დანაშაულთან მუშაობა იქნება. რა თქმა უნდა, იმ ორგანიზებულ დანაშაულთან მუშაობა, რომელსაც საქართველოსთან აქვს კავშირი. ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ეს ინსტიტუტი და ერთმანეთს ეხმარებიან, რომ პოლიციის მხრიდან კონკრეტული, ორგანიზებული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტურად მოხდეს. ეს იქნება ქართველი და მათთან დაკავშირებული კრიმინალების მიმართ, თუმცა ეს არ იქნება მასიური და იქნება კონკრეტული ღონისძიების სახით. ამაზე მთავრობამ უნდა იმსჯელოს და დეტალურად მოგახსენებთ", - განაცხადა ხუციშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics