10:33 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 14:37:52, 1630 ნახვა

საზოგადოება
გლობალური მიგრაციული პროცესების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია მოეწყო

გლობალური  მიგრაციული პროცესების საკითხებზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ 10-11 მაისს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიება გლობალური მიგრაციული პროცესების  გამოწვევებს მიეძღვნა.  კონფერენციაზე მონაწილე მხარეებმა-მიგრაციის თემით დაინტერესებულმა ქართველმა და უცხოელმა  მეცნიერებმა, ერთმანეთს  ურთიერთგამოცდილება გაუზიარეს და რეგიონული/საერთაშორისო მიგრაციული  პროცესების შესახებ ცოდნა გაიღრმავეს.

მიგრაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი  საკითხია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოსთვის და დიდწილად განსაზღვრავს საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგს; ამდენად, როგორც აღინიშნა, კონფერენცია მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხითაც, რომ ის საქართველოს საშუალებას აძლევს, მიგრაციის სფეროში არსებული  თანამედროვე გამოწვევებისადმი  რეაგირების სწორი მიდგომები ჩამოაყალიბოს.

ამას გარდა, საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს  მიგრაციისადმი გაერო-ს  პრინციპებზე  დაფუძნებული ახალი გლობალური მიდგომა, როგორც საერთაშორისო მიგრაციის მართვის   სამომავლო საფუძველი.

„მიგრაცია- ეს არის თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი  გამოწვევა. საქართველო  ის ქვეყანაა, რომელიც თანამედროვე  სამყაროსთან ერთად, აქტიურადაა ჩართული მიგრაციის პროცესების მართვაში. სწორედ ამ საკითხებს ეძღვნებოდა შეხვედრა . კერძოდ, ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა , ასევე, იმ ადამიანებმა, რომლებიც პრაქტიკაში არიან დაკავებული ამ საქმიანობით, გავიარეთ არსებული რეალობა და სამომავლო გამოწვევები მიგრაციის პროცესებში, გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და ვფიქრობთ, ეს იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, რათა მიგრაციის პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ისედაც დიდი ხანია  დახვეწის პროცესშია საქართველოში, უფრო და უფრო უკეთესი გახდეს და ადმინისტრირება სახელმწიფოს შეეძლოს უკეთესად, ვიდრე შეეძლო წლების წინ. არსებობს შიდა და გარე მიგრაცია. დღევანდელი შეხვედრა გარე მიგრაციას ეძღვნებოდა, ანუ, სხვა ქვეყნებიდან საქართველოში მიგრაციული ნაკადების  შემოდინებას, ან ევროპულ ქვეყნებში სხვა ქვეყნებიდან მიგრაციული ნაკადების მიმოსვლას. განხილული იქნა, როდის და სად შეიძლება წარმოიშვას ასეთი ტიპის ნაკადები და რა ტიპის მზაობა აქვს ჩვენს ქვეყანას, ასევე იმ ქვეყნებს, რომელთა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ საქართველოში. განხილული იქნა მექანიზმები იმისათვის, თუ როგორ უნდა მოხდეს პროცესების უკეთესი მართვა.

რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის მზაობას, ნებისმიერი  სცენარით პროცესების განვითარებისთვის, საქართველოს აქვს შესაბამისი  საკანონმდებლო ბაზა, აქვს შესაბამისი სტრუქტურები, აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკითა და რესურსით“,-განუცხადა ჟურნალისტებს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ.

ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის  სამოქმედო გეგმისა და  2014 წელს მიგრაციის საკითხთა  სამთავრობო კომისიასა და  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტს შორის გაფორმებული  ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმის ფარგლებში.

კონფერენციის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას  ევროკავშირის მიერ  დაფინანსებული პროექტი „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA) უზრუნველყოფდა, რომელსაც   მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ახორციელებდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics