10:33 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 14:26:05, 1621 ნახვა

საზოგადოება
გორში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ინციდენტი მოხდა

გორში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ინციდენტი  მოხდა.

საზოგადოებამ  „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის გამოსვლა გააპროტესტა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რატიანმა პოლიტიკურ საკითხებზე დაიწყო საუბარი. მოსახლეობამ რატიანის მოსმენა არ ისურვა. ერთ-ერთი მოქალაქე შეუძლოდაც გახდა. მათ თავდაპირველად ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სთხოვა, მშვიდად მოესმინათ გამომსვლელების სიტყვა. მიუხედავად ამისა, მოქალაქეები რატიანის გამოსვლას კვლავ აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ მას მათთან საუბრის უფლება არ ჰქონდა. რატიანმა თავისი სიტყვა მაინც დაასრულა და შექმნილ ვითარებას „ორგანიზებული დაპირისპირება“ უწოდა. ამის შემდეგ გორელებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიმართა და სთხოვა, როგორი მიუღებელიც არ უნდა ყოფილიყო ვინმეს გამოსვლა, მშვიდად მოესმინათ. ამავე დროს, ირაკლი კობახიძემ მიმართა პოლიტიკოსებსაც, თავად არ მოეხდინათ საზოგადოების პროვოცირება:

„ქალბატონებო და ბატონებო, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს გამოსვლა რაღაც თემაზე, ვინმეს მხრიდან, დღეს ვართ შეკრებილი იმისათვის,  რომ განვიხილოთ კონსტიტუცია, გთხოვთ, თითოეულ გამოსვლას მოვუსმინოთ მშვიდად და ასევე ხაზგასმით მინდა გამომსვლელებს ვთხოვო, თვითონ ნუ მოახდენენ საზოგადოების პროვოცირებას. აქ იყო საუბარი პოლიტიკურ საკითხებზე.  ბატონო სერგო, ჩვენ კონსტიტუციაზე უნდა ვისაუბროთ. თქვენ არ უნდა გეხსენებინათ, ჩვენ აქ არ დაგვიწყია 9 წელზე ლაპარაკი, ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, არც 9 წელს გახსენებთ, არ ქუჩაში ხალხის დახოცვას, ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს კოსნტიტუციაზე. საზოგადოებას ვთხოვთ, მშვიდად მოვუსმინოთ გამომსვლელებს, არ მოახდინონ ისეთი გრძნობების პროვოცირება, რაც ადამიანებს ძალიან მძიმე, შავ-ბნელ  წარსულს გაახსენებს“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ, რასაც დარბაზში მყოფი ადამიანების მხრიდან ტაში მოჰყვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics