10:32 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 13:48:55, 1791 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს 12 მოსამართლე დანიშნა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს კენჭი უყარეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ  პალატაში ხუთივე ვაკანსია შეივსო. 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნენ: ილონა თოდუა, მერაბ ლომიძე,  მარიამ ცისკაძე, და თეა ძიმისტარაშვილი. უვადო მოსამართლედ დაინიშნა მიხეილ ჩინჩალაძე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატაში არსებული 5 ვაკანსიიდან 4 შეივსო. გამოსაცდელი ვადით მოსამართლეებად დაინიშნენ: ირაკლი ბონდარენკო, თამარ ზამბახიძე და გელა ქირია. მოსამართლე ოთარ სიჭინავა უვადო მოსამართლედ გამწესდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში არსებული 7ვაკანსიიდან მხოლოდ 3 შეივსო. გამოსაცდელი ვადით დაინიშნენ: მურმან ისაევი, რევაზ ნადარაია და შორენა ყავლაშვილი. 

ცნობისთვის, 24-მა მოსამართლემ გასაუბრების პირველი ეტაპი ვერ გადალახა, მათ შორის არის მოქმედი პროკურორი მაია ჯვარშეიშვილი. კენჭი ეყრებათ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც კეთილსინდისიერებისა და კომპეტენრურობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. 

შეგახსენებთ, რომ სულ 108 კანდიდატი დარეგისტრირდა. აქედან 101 კანდიდატი გამოცხადდა გასაუბრების პირველ ეტაპზე, საიდანაც 79 კანდიდატი შეირჩა, თუმცა 79-დან ორმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics