10:33 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 13:05:24, 1655 ნახვა

საზოგადოება
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად 10-11 მაისს კახეთში ძლიერი სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად, 10-11 მაისს კახეთის რეგიონში განსაკუთრებით მძლავრი სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა, რისთვისაც სისტემამ 292 რაკეტა გაისროლა.

დელტას ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 10 მაისის დღის მეორე ნახევრიდან დაფიქსირდა კახეთის რეგიონში, სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან შემომავალი ფრონტალური ღრუბლის მასები, საერთო ფართობით  4200 კმ2. ღრუბლის მასებმა ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის, თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, ყვარელის და დედოფლისწყაროს  რაიონები. 14:30 საათისთვის  სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % ს მიაღწია, სეტყვის მარცვლების სავარაუდო ზომამ კი 20 მმ-ს.

10 მაისის დღის 14:34 საათიდან 11 მაისის დილის 07:03 საათამდე ღრუბლების დამუშავება 292 ერთეული რაკეტით ეტაპობრივად განხორციელდა, შემოსული ნალექის სრული მასა აღნიშნული რაიონების თავზე ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics