10:33 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 13:03:28, 1576 ნახვა

საზოგადოება
კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკის მიზნით გამოკვლევები ჩატარდება

კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკის, ასევე, ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობის და ფართო მასების ინფორმირების მიზნით, კამპანია „ევრომელანომა“ გრძელდება.

კამპანიის შესახებ დღეს ინფორმაცია ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ, ნინა ხატისკაცმა და „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ლალი მეკოკიშვილმა მიაწოდეს.  2017 წლის ლოზუნგია: „კანი ერთია, გაუფრთხილდით მას და დაიცავით მზის მავნე გამოსხივებისგან!“

მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ღონისძიების ორგანიზატორები მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას გეგმავენ, რის შემდეგაც მოქალაქეები, 14 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით, უფასო სკრინინგით სარგებლობას თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში შეძლებენ. თბილისში სკრინინგის ჩატარების მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 2 30 54 17 და 2 18 22 58.

„ევრომელანომის“ კამპანია საქართველოში წელს უკვე მეხუთედ ტარდება და მისი მთავარი მიზანია:  საზოგადოების ინფორმირება, ასევე,  ექიმისთვის დროულად მიმართვის მოტივაციის ამაღლება, დერმატოლოგების და სხვა სპეციალობის ექიმების ცოდნის დონის გაღრმავება კანის სიმსივნესთან მიმართებაში და  ადრეულ სტადიებში დაავადების გამოვლენა.

აღსანიშნავია, რომ სულ 2012-2016 წლებში ჩატარებული სკრინინგის ფარგლებში უფასო გამოკვლევებით ისარგებლა 4500-მდე პირმა, შესაბამისად, გამოვლინდა  სამიზნე დაავადებები, მათ შორის,  მელანომა და არამელანომური კიბო, თბილისის მასშტაბით ჩატარდა უფასო ოპერაციებიც.

სკრინინგს ყოველწლიურად წინ უსწრებს ფართო საინფორმაციო კამპანია, ექიმთა ტრეინინგები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გამოცდილების შესახებ პრეზენტაციები გაკეთდა ბრიუსელში, სათაო ოფისში, ასევე ქართული ჯგუფი მონაწილეობდა „ევრომელანომის“ საბჭოს წევრების ევროპარლამენტარებთან შეხვედრაში - კანის კიბოს აქტუალური საკითხების განსახილველად.

„ევრომელანომის“ კამპანია პირველად 1999 წელს ბელგიაში  ჩატარდა, საქართველო კი მას 2012 წლიდან შეუერთდა (www.euromelanoma.org/georgia/home-1). კამპანიაში საქართველოს ჩართვის ინიციატორი და სკრინინგის ორგანიზატორია „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცია“.  კამპანიის მხარდამჭერები არიან: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics