09:38 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 16:45:26, 1536 ნახვა

საზოგადოება
მცირე მეწარმეობის დასაწყებად შიდა ქართლში გრანტი 158 დევნილს გადაეცა

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ  მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად შიდა ქართლის რეგიონში გრანტი 158 დევნილს გადასცა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში თერგვისში, ფხვენისსა და ქორდში დევნილებისთვის დაფინანსებული პროექტები მოინახულა. 

მათივე ინფორმაციით, შიდა ქართლის რეგიონის სხვადასხვა სოფლებსა და ჩასახლებებში მცხოვრებმა დევნილებმა გრანტების საშუალებით შეიძინეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა,  მსხვილფეხა საქონელი, ფუტკრის სკები, მოაწყვეს ხეივნები და სათავსოები.

უახლოეს მომავალში შიდა ქართლის რეგიონში გრანტი კიდევ 62 დევნილს გადაეცემა.

სოზარ სუბარი დაფინანსებულ დევნილებს შეხვდა და გრანტის მიღების დამადასტურებელ ხელშეკრულებები გადასცა. 

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გადაცემული გრანტის დახმარებით, დევნილები მოაწყობენ  სათბურს, ინკუბატორს, წისქვილს, ფრინველების ფერმასა და სხვა.

საგრანტო პროგრამა  „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“  ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 810,006 აშშ დოლარს შეადგენს.  

 პროგრამის მიზანია, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროგრამას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებენ.  პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, უკვე 475 დევნილი დაფინანსდა.

გრანტები გაიცემა შემდეგ სამიზნე კატეგორიებზე: მარტოხელა მშობლებზე, რომლებიც ზრდიან არასრულწლოვან შვილებს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე ან მათ ოჯახის წევრებზე, 25 წლის ან ნაკლები ასაკის ახალგაზრდებზე, რომლებიც მართავენ ოჯახს - დამოუკიდებლად უვლიან არასრულწლოვან დედმამიშვილებს, ხანდაზმულ პირებზე, რომლებიც ზრუნავენ არასრულწლოვან ობოლ შვილიშვილებზე.

საგრანტო განაცხადები 31 მაისის ჩათვლით მიიღება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics