09:38 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 16:23:10, 2026 ნახვა

საზოგადოება
მერიის ინფორმაციით, ზაფხულში პეკინის ქუჩის სრულად გადაკეტვა არ იგეგმება

ზაფხულში, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნით, პეკინის ქუჩის სრულად გადაკეტვა არ იგეგმება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს.

„პეკინის ქუჩის სრულად გადაკეტვა არ იგეგმება რამდენადაც ჩვენ ამ წუთას გვაქვს ინფორმაცია. იგეგმება ასე ვთქვათ, ჯერ ერთი ნახევრის, მერე მეორე ნახევრის გზის გადაკეტვა.  შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტის დროებით შეცვლა არ მოხდება. იმ პერიოდში სანამ იქნება სარეაბილიტაციო სამუშაოები, პეკინის ქუჩაზე მიკროავტობუსები, ავტობუსები ჩვეულებრივი მარშრუტებით იმოძრავებენ. ქუჩაზე პარკირება დროებით გაუქმდება“, - აცხადებენ  მერიის სატრანსპორტო სამსახურში.

ცნობისთვის,  თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მსხვილი პროექტი, რომელიც წელს დედაქალაქის მთავრობას აქვს დაგეგმილი პეკინის ქუჩის რეაბილიტაციაა. გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოები, საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics