|
2017-05-10 15:25:32, 2023 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა EBRD-ს ლარით დენომინირებული პირველი ევრობონდების გამოშვება პოზიტიურად შეაფასა
EBRD-ის ლარით დენომინირებული ევრობონდები, აღნიშნულ ბანკს შესაძლებლობას აძლევს ჩვენი კომერციული ბანკების მეშვეობით ლარში დააფინანსოს საქართველოს ეკონომიკა, რაც მნიშვნელოვანია საკითხია, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, ფილიპ ბენეტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, ასევე, რისკების მართვის საკითხში ვიცე-პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე, დეტალურად განიხილეს ის პროექტები, რომელიც საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. „ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დღეს, ჩვენი 4-პუნქტიანი განვითარების გეგმა და 4-წლიანი სტრატეგია, რომელიც შემუშავებული აქვს ბანკს საქართველოსთან მიმართებაში, აბსოლუტურ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება ერთი მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინვესტიციები 200-ზე მეტ პროექტში, 3 მილიარდზე მეტია. მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები, ძირითადად, კერძო სექტორის მხარდაჭერისკენაა მიმართული. მხოლოდ გასულ წელს, ბანკმა 17 პროექტში, 250 მლნ-ის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. შესაბამისად, EBRD-ი ძალიან აქტიური იქნება შემდეგი 4 წლის განმავლობაში როგორც კერძო სექტორის განვითარების, ისე იმ რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით, რასაც ჩვენ ვახორციელებთ“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის როლი ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით. „თქვენ იცით, რომ 2014 წელს, ბანკი იყო პირველი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდები ადგილობრივ ბაზარზე გამოუშვა, ახლახან კი პირველად, გამოვიდა EBRD-ის ლარით დენომინირებული ევრობონდები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. აღსანიშნავია, რომ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, რომელიც წელს კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში მიმდინარეობს, 11 მაისს, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების თაობაზე გაიმართება სპეციალური სესია, რომელზეც დაგეგმილია პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის გამოსვლა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)