2017-05-10 12:15:44, 1719 ნახვა
საზოგადოება
მამაკაცი, რომელიც რუსთაველის თეატრის სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, მაშველებმა გადაარჩინეს (ვიდეო)
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც რუსთაველის თეატრის სახურავიდან გადმოხტომით იმუქრებოდა მაშველებმა გადაარჩინეს.
იგი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცს დეპრესია ჰქონდა. მათივე იფნორმაციით, იგი 26 წლის გიორგი შარაშენიძის მეგობარია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჯავახიშვილის ქუჩაზე ჩაცხრილეს.
„ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, მამაკაცი თეატრთან მდებარე კორპუსის მაცხოვრებელია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან