2017-05-10 11:52:02, 2009 ნახვა
საზოგადოება
ახალგაზრდა მამაკაცი რუსთაველის თეატრის სახურავიდან გადმოხტომით იმუქრება (ვიდეო)
ახალგაზრდა მამაკაცი რუსთაველის თეატრის სახურავიდან გადმოხტომით იმუქრება.
თეატრთან სასწრაფო დახმარების, სახანძრო სამაშველო, და საპატრულო პოლიციის ბირგადებია მობილიზებული. ადგილზე მაშველებმა ბატუტი გაშალეს.
ამასთან, მამაკაცი ქვემოთ შეკრებილებს უცენზურო სიტყვებით მიმართავს და ითხოვს, რომ ოპერატორებმა კამერები გათიშონ.
„ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, მამაკაცი თეატრთან მდებარე კორპუსის მაცხოვრებელია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან