2017-05-09 22:09:44, 1732 ნახვა
საზოგადოება
უჩა ნანუაშვილი: ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, თქვენ ხართ მკვლელები
სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი მინდელის შახტაში მომხდართან დაკავშირებით საკუთარ "ფეისბუქზე" წერს.
ომბუდსმენი ეფექტური შრომის ინსპექციის მოწინააღმდეგეებს მკვლელებს უწოდებს.
"ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ეს სიმართლეა. ჩვენ 4 წელია მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას. უბრალოდ, სირცხვილია, მეგობრებო", – წერს ნანუაშვილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან