01:18 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-09 12:21:19, 2102 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბაქრაძე ლუჟკოვის ვიზიტზე: ოკუპაციის კანონთან ერთად, დაირღვა მორალური და პოლიტიკური კრიტერიუმები

„ამ ქვეყანაში ყოველთვის ყველას ჰქონდა თავისი ადგილი - მეგობარს მეგობრული, მტერს მტრული. თუ ჩვენ გაგვაჩნია თავმოყვარეობა და ვართ სახელმწიფო, ასეთი ტიპის ადამიანები ამ ქვეყანაში ვერ უნდა სეირნობდნენ“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტს.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ოკუპაციის კანონთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანი, მორალური და პოლიტიკური კრიტერიუმები დაირღვა.

„ოკუპაციის კანონი დაირღვა, მაგრამ რა თქმა უნდა ამ კანონთან ერთად დაირღვა არანაკლებ მნიშვნელოვანი მორალური და პოლიტიკური კრიტერიუმები. ბატონი ლუჟკოვი არის პირი, რომელიც ხელმძღვანელობდა ცხინვალში ქართული სოფლების ნანგრევებზე რუსული სამხედრო ბაზების გაშენებას. ადამიანი, რომელიც ბოლო წუთამდე იდგა ასლან აბაშიძის გვერდით. ამიტომ ასეთი ადამიანი საქართველოში სასურველი სტუმარი ვერ იქნება. ქართველებს ყოველთვის გვიყვარდა სტუმარი, მაგრამ ამ ქვეყანაში ყოველთვის ყველას ჰქონდა თავისი ადგილი - მეგობარს მეგობრული, მტერს მტრული, ამიტომ თუ ჩვენ გაგვაჩნია თავმოყვარეობა და ვართ სახელმწიფო ასეთი ტიპის ადამიანები ამ ქვეყანაში ამ ვერ უნდ სეირნობდნენ, როგორც სასურველი სტუმრები“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics