|
2017-05-08 16:24:10, 1504 ნახვა
საზოგადოება
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად 5-8 მაისს კახეთში რამდენიმე ძლიერი სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 5 მაისიდან 8 მაისამდე პერიოდში კახეთში 393 ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა გაისროლა. აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე ათასი კმ2 საერთო ფართობის ღრუბლის მასა იქნა დამუშავებული. ზემოქმედების შედეგად სეტყვასაშიში ნალექის უდიდესი ნაწილი წვიმის და უწვრილესი უსაფრთხო ზომის სეტყვის მარცვლების სახით ჩამოიცალა. სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ კახეთის რეგიონში 5 მაისის დღის 13:17 საათიდან მძლავრი შიდამასიური სეტყვასაშიში ღრუბლის ჩამოყალიბება დაფიქსირდა. 15:52 სათისთვის სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომამ 15 მმ. 20:31 საათიდან ახალი ფრონტალური ღრუბლის მასა საგარეჯოს ტერიტორიაზე შემოვიდა, რომელმაც 21:24 საათისთვის გურჯაანის რაიონისკენ გადაინაცვლა 22:19 საათისთვის კი ყვარლის და ლაგოდეხის რაიონების ტერიტორიაზე ჩამოიცალა. ზემოქმედების შედეგად მოხერხდა ფრონტალური ღრუბლის მასების არსებულ მასშტაბებში შეკავება და მასში არსებული უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლების ზომაში და რაოდენობაში ზრდა თავიდან იქნა არიდებული. გასროლილი იქნა 174 ერთეული რაკეტა. 09:25 საათიდან 11:15 საათამდე ღრუბლები 100 ერთეული რაკეტით დამუშავდა. ზემოთაღნიშნული ატმოსფერული პროცესების განვითარების და ღრუბელთა მასების გადაადგილების პარალელურად განუწყვეტელ რეჟიმში ხდებოდა მათი სარაკეტო დამუშავება. რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი და წვიმა. (NS)
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)