2017-05-08 14:20:23, 1662 ნახვა
საზოგადოება
მდინარე დიღმულას მიმდებარე ტერიტორია, უსაფრთხოების მიზნით, შემოისაზღვრა
დიდუბის რაიონის გამგეობამ მდინარე დიღმულას მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა დაასრულა.
მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, კონტრაქტორმა კომპანიამ 785 კვ.მ ფართობზე, 500 გრძივი მეტრი უსაფრთხოების მოაჯირები და მავთულის ბადეები დაამონტაჟა.
სამუშაოები შ.პ.ს „რეალ ენერჯიმ“ შეასრულა, რომლის ღირებულებამ 14 000 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, “თბილსერვის ჯგუფმა“ მდინარე დიღმულა და მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა. სამუშაოები 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან