01:51 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 12:08:34, 701 ნახვა

რეგიონი
ბელარუსი ჟურნალისტები აჭარაში მოგზაურობას გადაცემებსა და სტატიებს მიუძღვნიან

აჭარაში მოგზაურობისა და რეგიონის ტურისტული მრავალფეროვნების შესახებ ბელარუსი ჟურნალისტები რეპორტაჟებს, გადაცემებსა და სტატიებს მოამზადებენ.

 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით პოპულარული ტელეკომპანიების Беларусь 1, ОНТ და ვებ-პორტალების Onliner.by, Антенна, Комсомольская правда, АиФ ჟურნალისტები აჭარაში იმყოფებიან.

მედიატურის ფარგლებში ისინი რეგიონში მოგზაურობენ. 

პრესტურის მონაწილეებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ტურისტული ადგილები და დაესწრნენ აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასს.

დღეს, კი ისინი მთიანი აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებსა და რეგიონის კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან.  ჟურნალისტები აჭარას 10 მაისს დატოვებენ.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პრეს-ინფოტურებს ორგანიზებას 16 სამიზნე ქვეყნიდან უწევს. ჯამში, წლის ბოლომდე რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს ჟურნალისტები და ტურსააგენტოები 32 ინფო და მედია ტურის ფარგლებში გაეცნობიან.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics