08:01 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 11:16:48, 1690 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ლევან მურუსიძის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ სასამართლო სისტემაში ლევან მურუსიძე უვადოდ არ გამწესდეს.

როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება მურუსიძის გამოყენებით სასამართლო სისტემის ხელში დაჭერას ცდილობს.

მისივე თქმით, რა დროც არ უნდა გავიდეს, სამოქალაქო საზოგადოება ლევან მურუსიძის სამართალს არ შეეგუება.

„ლევან მურუსიძის ერა დასრულდება და ევროპის სასამართლოში „მიქიაშვილი საქართველოს წინააღდეგ“ მურუსიძის საბრალდებო დასკვნა იქნება. ე.წ. ტროიკა -  მურუსიძე, ჩინჩალაძე და ცერცვაძე, შეკვეთების შემსრულებლები იყვნენ და ისინი ივანიშვილის ფეოდალური ხელისულების სამსახურს აგრძელებენ. უკვე იმდენად გათავხედდნენ, რომ გამოხატვის თავისუფლებას შეეხნენ", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics