04:19 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-07 23:51:02, 2381 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი: მოუთმენლად ველოდები მაკრონთან თანამშრომლობას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონს გამარჯვებას ულოცავს, - ამის შესახებ დონალდ ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის მოუთმენლად ელოდება მაკრონთან თანამშრომლობის დაწყებას.

"ვულოცავ ემანეულ მაკრონს, როგორც საფრანგეთის შემდეგ პრეზიდენტს, დღევანდელ გრანდიოზულ გამარჯვებას. მოუთმენლად ველოდები მასთან თანამშრომლობის დაწყებას", - წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის  წინასწარი შედეგების თანახმად, ემანუელ მაკრონმა ხმების 65.5 % მიიღო, ხოლო მარინ ლე პენს ამომრჩეველთა ხმების 34.5 %-აქვს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics