|
2017-05-07 23:09:14, 2105 ნახვა
მსოფლიო
მარინ ლე პენმა დამარცხება აღიარა და ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
„ნაციონალური ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა არჩევნებში დამარცხება აღიარა და მის ოპონენტს ემანუელ მაკრონს გამარჯვება ტელეფონით მიულოცა, - ამის შესახებ Figaro იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მარინ ლე პენი საკუთარი ამომრჩევლების წინაშეც წარსდგა და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ემანუელ მაკრონს კი წარმატებები უსურვა „წარმატებას ვუსურვებ ჩემ მეტოქეს საფრანგეთის მართვაში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარი დამიჭირა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაში.ეს ისტორიული შედეგები, ჩვენს პარტიას ოპოზიციაში აყენებს. პირველი ტური იყო დემონსტრირება საფრანგეთის პოლიტიკური ცხოვრებაში არსებული დაყოფის. მეორე ტურში, ეს აღნიშნავს პატრიოტების გაერთიანებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანია. სწორედ ამ მოწოდებით მივმართავდით ფრანგებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ჩვენთან არიან ისინი, ვისაც სურდა საფრანგეთის დაცვა, მისი კეთილდღეობა, მისი სუვერენიტეტი, სოციალური მიღწევები.ჩვენ ქვეყანას სჭირდება ის ზომები, რომელსაც ჩვენ გთავაზობდით და სჭირდებით თქვენ, რათა დღესვე ჩავერთოთ პოლიტიკურ ბრძოლაში , გაუმარჯოს საფრანგეთს, გაუმარჯოს რესპუბლიკას",- განაცხადა ლე პენმა. ცნობისთვის, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების თანახმად, ემანუელ მაკრონმა ხმების 65.5 % მიიღო, ხოლო მარინ ლე პენს ამომრჩეველთა ხმების 34.5 %-აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)