|
2017-05-06 17:31:45, 2216 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) აღმასრულებელმა დირექტორმა, რემი რაიოქსმა, შეხვედრაზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 50-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დიმიტრი ქუმსიშვილმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. როგორც ცნობილია, ახლახანს, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ თბილისში გახსნა წარმომადგენლობითი ოფისი. ამ ეტაპზე, AFD-სთან მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოსთვის რესურსის გამოყოფის თაობაზე, ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამისა და წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განსაკუთრებით პერსპექტიულია პარტნიორობა ტურიზმისა და კურორტების განვითარების მიმართულებით. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)