|
2017-05-06 09:35:15, 3716 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს დაევალა, 90 დღეში კონგრესს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ მოახსენოს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ საბიუჯეტო კანონში - 2017 წლის კონსოლიდირებული ასიგნების აქტში საქართველოს ცალკე თავი დაეთმო. თავში სახელწოდებით, „საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია“ - აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს დაევალა, 90 დღის ვადაში, კონგრესს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მიმართებით განხორციელებული ქმედებების შესახებ მოახსენოს. „ამ კანონით ასიგნებული სახსრები არ მიეცეს დახმარებისთვის იმ ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელსაც ქვეყნის სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს და მოახსენებს ასიგნების შესახებ კომიტეტს, რომელმაც აღიარა ან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებთან აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან, იმ პირობით, რომ მდივანი დროულად გამოაქვეყნებს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ამგვარი ცენტრალური ხელისუფლებების ნუსხას. გათვალისწინებულია, რომ მდივანს შეუძლია, უარი თქვას დახმარების შეზღუდვაზე, რომელსაც ეს პუნქტი ითხოვს, თუკი მდივანი განსაზღვრავს, რომ ეს კეთდება შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ამდაგვარი დაინტერესების საფუძველს იქმნება. ამ კანონით ასიგნებული არც ერთი ფულადი რესურსი არ შეიძლება მინიჭებული იყოს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსული ოკუპაციის მხარდასაჭერად. ხაზინის მდივანი დაავალებს შეერთებული შტატების ყოველი საერთაშორისო საფინანსო დაწესებულების აღმასრულებელ დირექტორს, ასეთმა დაწესებულებამ წინააღმდეგ მისცეს ხმა ნებისმიერ დახმარებაზე (მათ შორის, ნებისმიერ სესხზე, კრედიტზე გარანტიის ჩათვლით), ყველა პროგრამაზე, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას. კანონის ამოქმედებიდან, არაუგვიანეს 90 დღისა, სახელმწიფო მდივანმა წარმოადგინოს კონგრესის შესაბამის კომიტეტში ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მიღებულია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის გაძლიერების თაობაზე, მათ შორის, ამდაგვარი ოკუპაციის ყოველწლიური დაახლოებითი ხარჯები“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
აქტი იხილეთ ამ ბმულზე >> https://www.congress.gov/bill/115th-congress/house-bill/244/text
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)