2017-05-05 20:49:08, 2222 ნახვა
საზოგადოება
მეტრო „ახმეტელთან“ გარემოვაჭრეები გამოვიდნენ, თუმცა ზედამხედველობის სამსახურმა მათ ტერიტორია დაატოვებინა (ვიდეო)
მეტრო „ახმეტელთან“ გარემოვაჭრეები სხვადასხვა პროდუქციის გაყიდვას ისევ აგრძელებდნენ.
„ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 15-მდე გარემოვაჭრე იყო შეკრებილი.
მისივე ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, ადგილზე თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური მივიდა.
ზედამხედველობის სამსახურმა მათ ტერიტორია დაატოვებინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან