|
2017-05-05 19:39:20, 2180 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
იოჰანეს ჰანის ვიზიტისას გაცხადებული პროექტები პირველად საქართველოში განხორციელდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროკომისარ ჰანის ვიზიტისას გაცხადებული პროექტები, თავისი შინაარსით ნოვატორული, საპილოტეა და პირველად საქართველოში განხორციელდება. ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდგომ, საქართველოში ევროპული სკოლის გახსნის და ევროპული სტარტაპების პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა. „ორივე პროექტი ნოვატორულია და აქამდე ევროკავშირს არსად განუხორციელებია. ევროპული სკოლა, ეს იქნება ევროპული ღირებულებების მატარებელი. სკოლაში სწავლება რამდენიმე ენაზე წარიმართება და იგი მოემსახურება როგორც ქართველ, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ახალგაზრდებს. მათ მიეცემათ მეტი შესაძლებლობა იყვნენ ინტეგრირებულნი ევროპასთან და გახდნენ მეტად კონკურენტუნარიანები ევროპის მასშტაბით. ეს არის ნამდვილად უპრეცენდენტო პროექტი, რომლის მიმართ საქართველოს მთავრობამ გამოხატა პოლიტიკური მხარდაჭერა და ჩვენ უკვე დეტალებზე ვიმუშავებთ, რომ ეს პროექტი განხორციელდეს, ძალიან მალე დაიწყოს და გახდეს წარმატებული" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. ევროკავშირის კიდევ ერთი საპილოტე პროექტი ევროპული სტარტაპების პროგრამაა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აღნიშნული პროექტი თავსებადი იქნება პროექტ „აწარმოე საქართველოში" და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით განხორციელებულ პროექტთან. „პროგრამა ხელს შეუწყობს ჩვენს მეწარმეებს, ახალგაზრდებს, სტარტაპერებს, მიიღონ წვდომა ევროპულ კაპიტალთან, ასევე ევროპულ ცოდნასთან და მოახდინონ თავიანთი პროექტების ევროპის მასშტაბით განვითარება" - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)